პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება, ხოლო საოლქო კომისიებს უბნების შემთხვევითი გადათვლის ვალდებულება უუქმდებათ.

კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება
პირველი არხი

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები – „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

ცვლილებებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს, საოლქო კომისიების ნაცვლად, ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც თავად გამოსცემს.

პროექტით კონკრეტდება, რომ ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღე იქნება.

კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადის საკითხებიც. ცვლილებებით, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის ნაცვლად, მე-12 დღისა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაპარლამენტო კომიტეტებში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხილვა იწყება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რიგი ცვლილებები იგეგმება - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რიგი ცვლილებები იგეგმება - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები