პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა იწყება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-იდან 15 დღემდე მცირდება.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების განხილვა დაიწყება.

ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი.

ამასთანავე, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-იდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილების დაწყების ვადა კი, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღე იქნება.

კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ასევე დაიწყება: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილების განხილვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაპარლამენტო კომიტეტებში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხილვა იწყება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საპარლამენტო კომიტეტებში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხილვა იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები