პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიასაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის რეგიონულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა: შედეგების შეჯამების ვადად არაუგვიანეს მე-15 დღე განისაზღვრება, ხოლო დამკვირვებლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას მთლიანი კომისიის ნაცვლად თავმჯდომარე მიიღებს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების სხვადასხვა ვადები და პროცედურებია განსაზღვრული, ხოლო შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით, აღნიშნული საკითხი ყველა არჩევნებისას ერთი წესით დარეგულირდება. კერძოდ, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა განხორციელდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს. ასევე, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას განახორციელებს ცესკო.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი გამოიყენება, კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის ამობეჭდვის შემდეგ, ხმების დათვლის პროცედურებს წილისყრით გამოვლენილი მთვლელები ახორციელებენ, რის შემდეგაც დგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი არ გამოიყენება, საარჩევნო ბიულეტენები ორი დღის ვადაში გადაიყვანება ციფრულ ფორმატში და იმავე ვადაში განთავსდება ინტერნეტსივრცეში.

პროექტის თანახმად: დგინდება, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციაში გატარების/რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიისა, გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე; უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს გავრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენის ვადა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. ასევე დგინდება, რომ რაიონულმა (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებმა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უნდა გადასცენ.

აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ, პირდაპირ წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ, ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები - დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები