ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჟოაო ბრედას შეხვდა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. ლომინაძის განცხადებით, დასახულ გეგმებს პარლამენტს გაუზიარებენ და მათ განხორციელებას მალე დაიწყებენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჟოაო ბრედას და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვისა და პერსპექტივის გაცნობა, არსებული ხარვეზებისა და WHO-ს მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვა.
“შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები გამართეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრისას დავსახეთ გეგმები, რომელსაც გავუზიარებთ საქართველოს პარლამენტს და რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები – ტომას როუბალი, კახა ღვინიანიძე, ხრისტოს ტრიანტაფილუ და იულია შჩერბინა მონაწილეობდნენ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…