ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ჟოაო ბრედას შეხვდა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჟოაო ბრედას და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვისა და პერსპექტივის გაცნობა, არსებული ხარვეზებისა და WHO-ს მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები გამართეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრისას დავსახეთ გეგმები, რომელთაც გავუზიარებთ საქართველოს პარლამენტს და რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ტომას როუბალი, კახა ღვინიანიძე, ხრისტოს ტრიანტაფილუ და იულია შჩერბინა მონაწილეობდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…