პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დანერგვის პერსპექტივები განიხილეს.

პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანმოს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები გააცნეს, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. განიხილეს ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები და საქართველოში მათი დანერგვის პერსპექტივები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები, ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა, საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და ათენის ოფისის ექსპერტები, რომლებიც ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები