პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე WHO-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება განიხილეს. მისი თქმით, შეხვედრაზე დაისახა გეგმები, რომელთა განხორციელებასაც მალე დაიწყებენ.

ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
POSTV

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჟოაო ბრედას და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვისა და პერსპექტივის გაცნობა, არსებული ხარვეზებისა და WHO-ს მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები გამართეს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრისას დავსახეთ გეგმები, რომელთაც გავუზიარებთ საქართველოს პარლამენტს და რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები – ტომას როუბალი, კახა ღვინიანიძე, ხრისტოს ტრიანტაფილუ და იულია შჩერბინა მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრისას დავსახეთ გეგმები, რომელთაც გავუზიარებთ საქართველოს პარლამენტს და რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ“
ზაზა ლომინაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები