პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

ზაზა ლომინაძის განცხადებით, საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობა თითქმის 100 პროცენტია და ქვეყანა საერთაშორისო აღიარების უმაღლესი — ოქროს დონის მისაღწევად იბრძვის. პარლამენტში ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი.

მისი ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში, საქართველომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში წარუდგინა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის (Path to Elimination – PTE) შეფასება და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT) ვალიდაცია.

საერთაშორისო მისიის ვიზიტის ძირითადი მიზანია ეროვნული ანგარიშით წარმოდგენილი მონაცემებისა და მტკიცებულებების ადგილზე გადამოწმება, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრამების განხორციელების შეფასება და ქვეყნის მზაობის განსაზღვრა საერთაშორისო ვალიდაციისთვის.

პარლამენტში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მხარდაჭერის, ასევე მიღწეული შედეგების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაში პარლამენტის როლის განხილვა.

"C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებული შედეგი აქვს. მკურნალობის ეფექტურობა არის თითქმის 100 პროცენტი, რაც გამორჩეულია ყველა ქვეყანას შორის. ჩვენი ქვეყანა იბრძვის იმისათვის, რომ მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საერთაშორისო აღიარების უმაღლეს - ოქროს დონეს (Gold Tier). დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური შეფასებები იქნება", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმო-ს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიას მასპინძლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები