ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნების შედეგები ცნობილია

არაღიარებული ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში მარატ კამბოლოვმა 88 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას განცხადებით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად კამბოლოვს 88.4% აქვს, მეორე ადგილზეა მურატ ვალიევი, მესამეზე ყაზბეგ კოდოევი, ხოლო ბოლოზე ზურაბ კოკოევი. ე.წ. არჩევნების შედეგები არ ცნეს ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მთავარმა მოკავშირეებმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნების შედეგები ცნობილია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნების შედეგები ცნობილიაალია

არაღიარებული ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სასურველმა კანდიდატმა, მარატ კამბოლოვა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში 88 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიცნეს.

კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას ინფორმაციით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად კამბოლოვს 88.4% აქვს.

მეორე ადგილზეა მურატ ვალიევი (4.3%), მესამეზე – ყაზბეგ კოდოევი (1.1%), ხოლო ბოლო ადგილზე – ზურაბ კოკოევი (1%).

სამივე კონკურენტმა კამბოლოვს გამარჯვება უკვე მიულოცა.

გაგიევას ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 73,2% შეადგინა.

კამბოლოვმა “გამარჯვების გაფორმების” შემდეგ ხალხსაც მიმართა და მათ უთხრა, რომ დღეიდან ცხინვალი უფრო ძლიერი გახდება. ე.წ არჩევნებს არ ენდობა არავინ რუსეთის მოკავშირეების გარდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს რომ არ ცნობენ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა. განცხადებები გაავრცელეს და ეს პროცესი დაგმეს საქართველოს სხვა მთავარმა მოკავშირეებმაც.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.