ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა

ოკუპირებული ცხინვალის საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ე.წ. არჩევნებში მარატ კამბოლოვმა ხმების 85,12% მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და აღნიშნა, რომ ის არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. არჩევნებს არც ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს.

პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა
პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცარადიო თავისუფლება

19 სექტემბრის დღის ორ საათზე ოკუპირებული ცხინვალის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები ასეთია:

მარატ კამბოლოვი - 85,12%

მურატ ვალიევი - 3,75%

ყაზბეკ კოდოევი - 2,40%

ზურაბ კოკოევი - 1,35%

ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა - 5%-მა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.

ცხინვალში არჩევნებს არ აღიარებს არც ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა.

61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელია.

მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში; მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი, პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.

მისი მთავარი დაპირებებიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება.

ოკუპირებულ ცხინვალში ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც 2026 წლის 23 ივნის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა. ოფიციალურ მიზეზად მისი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადაყვანა გამოცხადდა. დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დე-ფაქტო პრემიერ მინისტრ მარატ კამბოლოვს დაევალა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოკუპირებულ ცხინვალში „პრეზიდენტს“ ირჩევენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები