"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არათუ სინანული და წარსულის გააზრება არ აქვთ, არამედ დღესაც მზად არიან, იგივე გაიმეორონ - სოზარ სუბარი
სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულის გააზრება არ აქვს და დღესაც მზად არის იგივე გაიმეოროს, რის საილუსტრაციოდაც მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დადგენილი წამების ფაქტები გაიხსენა.
ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, "დებატების" ეთერში, საქმეს "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" იხსენებს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ძველი და ვერც ახლად შემოერთებული წევრები თავიანთი რეჟიმის დანაშაულის სიმძიმეს ვერ ხვდებიან. სოზარ სუბარის თქმით, ისინი დღესაც მზად არიან, გაიმეორონ იგივე, რაც მათი მმართველობის დროს ხდებოდა.
"დღეს მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და დავინახეთ მკაფიოდ და ნათლად, რომ არათუ სინანული არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახალი შემოერთებულების, არათუ გააზრება არ არის წარსულის, არამედ დღესაც მზად არიან, გაიმეორონ იგივე.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში დადიან და დასცინიან იმ ადამიანებს, რომელთა უმძიმეს ისტორიებს მთელი საქართველო ისმენდა პირდაპირ ეთერში, თუნდაც საგამოძიებო კომისიის პერიოდში. ამბობენ, რომ ეს იყო ტყუილი, ან დასცინიან იმას, რომ, ვთქვათ, ადამიანის რაღაც აზრს ვერ გამოთქვამს სწორად ან რაღაც სიტყვა შეეშალა და თითქოს ეს არის მთავარი. სიტყვები "სისტემური" და "სისტემატური" ეკუთვნის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ეს თქვა არაერთ საქმეში, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს თქვა საქმეში "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ".
უბრალოდ, წავიკითხავ რამდენიმე ამონარიდს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან.
აქ არიან ადამიანები, რომლებიც გაცილებით მძიმე ამბები შეიძლება მოყვნენ საკუთარ თავზე, რა გადაიტანეს, მაგრამ ეს არის, რაც მოხდა 2011 წლის ივნისში: ოჩიგავა, როდესაც დაიჭირეს, მერვე დაწესებულებაში მოთავსებისას, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ციხეში ყოფნისას მას დაუმტვრიეს თითები, ჩაუმტვრიეს კბილები, მძიმედ დაუზიანეს ხელ-ფეხი და ეტლით მოსარგებლედ აქციეს.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტი. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი.
აქვე წერია, რომ კარანტინის დაშლის პროცედურა გლდანის საპატიმროში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. კარანტინის დაშლის შედეგად, სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ჩამტვრეული ჰქონდა წინა კბილები.
კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის დროს ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც არ იყო არანაირი ავეჯი და ადამიანებს ეძინათ ბეტონის იატაკზე... დღის განმავლობაში, პატიმრებს არ ჰქონდათ დაწოლის უფლება, საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე უნდა დაწოლილიყვნენ და ხმამაღლა ლაპარაკი ჰქონდათ აკრძალული. ამასაც ყველა ყოფილი პატიმარი დაადასტურებს, რომ ეს ასე იყო. ასევე, მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა გადაადგილება.
მას შემდეგაც კი, რაც ოჩიგავა ეტლით მოსარგებლე გახადეს და უკვე ვეღარ დადიოდა, ხმამაღალი საუბრის გამო, გაიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და სასტიკად სცემეს ხელკეტებით, რის შემდეგადაც გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ციხის მორგში იყო ჩაკეტილი, გარდაცვლილებთან ერთად.
ამას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი.
აი, ეს არის ის, რაზეც დღეს დასცინიან საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ გამოდიან, ენმ-ს წევრები და ღლიცინებენ "ფეისბუქზე" და სხვა სოციალურ ქსელებში. რატომ? იმიტომ, რომ მათ არა აქვთ სინანული. ზუსტად იგივეს გაიმეორებენ ახლაც", - აცხადებს სოზარ სუბარი.
ციტატები სტატიიდან
„დღეს მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და დავინახეთ მკაფიოდ და ნათლად, რომ არათუ სინანული არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახალი შემოერთებულების, არათუ გააზრება არ არის წარსულის, არამედ დღესაც მზად არიან, გაიმეორონ იგივე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში დადიან და დასცინიან იმ ადამიანებს, რომელთა უმძიმეს ისტორიებს მთელი საქართველო ისმენდა პირდაპირ ეთერში, თუნდაც საგამოძიებო კომისიის პერიოდში. ამბობენ, რომ ეს იყო ტყუილი, ან დასცინიან იმას, რომ, ვთქვათ, ადამიანის რაღაც აზრს ვერ გამოთქვამს სწორად ან რაღაც სიტყვა შეეშალა და თითქოს ეს არის მთავარი. სიტყვები "სისტემური" და "სისტემატური" ეკუთვნის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ეს თქვა არაერთ საქმეში, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს თქვა საქმეში "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ". უბრალოდ, წავიკითხავ რამდენიმე ამონარიდს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გაცილებით მძიმე ამბები შეიძლება მოყვნენ საკუთარ თავზე, რა გადაიტანეს, მაგრამ ეს არის, რაც მოხდა 2011 წლის ივნისში: ოჩიგავა, როდესაც დაიჭირეს, მერვე დაწესებულებაში მოთავსებისას, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ციხეში ყოფნისას მას დაუმტვრიეს თითები, ჩაუმტვრიეს კბილები, მძიმედ დაუზიანეს ხელ-ფეხი და ეტლით მოსარგებლედ აქციეს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტი. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი. აქვე წერია, რომ კარანტინის დაშლის პროცედურა გლდანის საპატიმროში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. კარანტინის დაშლის შედეგად, სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ჩამტვრეული ჰქონდა წინა კბილები. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის დროს ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც არ იყო არანაირი ავეჯი და ადამიანებს ეძინათ ბეტონის იატაკზე... დღის განმავლობაში, პატიმრებს არ ჰქონდათ დაწოლის უფლება, საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე უნდა დაწოლილიყვნენ და ხმამაღლა ლაპარაკი ჰქონდათ აკრძალული. ამასაც ყველა ყოფილი პატიმარი დაადასტურებს, რომ ეს ასე იყო. ასევე, მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა გადაადგილება. მას შემდეგაც კი, რაც ოჩიგავა ეტლით მოსარგებლე გახადეს და უკვე ვეღარ დადიოდა, ხმამაღალი საუბრის გამო, გაიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და სასტიკად სცემეს ხელკეტებით, რის შემდეგადაც გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ციხის მორგში იყო ჩაკეტილი, გარდაცვლილებთან ერთად. ამას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. აი, ეს არის ის, რაზეც დღეს დასცინიან საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ გამოდიან, ენმ-ს წევრები და ღლიცინებენ "ფეისბუქზე" და სხვა სოციალურ ქსელებში. რატომ? იმიტომ, რომ მათ არა აქვთ სინანული. ზუსტად იგივეს გაიმეორებენ ახლაც“
„წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახალი შემოერთებულების, არათუ გააზრება არ არის წარსულის, არამედ დღესაც მზად არიან, გაიმეორონ იგივე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში დადიან და დასცინიან იმ ადამიანებს, რომელთა უმძიმეს ისტორიებს მთელი საქართველო ისმენდა პირდაპირ ეთერში, თუნდაც საგამოძიებო კომისიის პერიოდში. ამბობენ, რომ ეს იყო ტყუილი, ან დასცინიან იმას, რომ, ვთქვათ, ადამიანის რაღაც აზრს ვერ გამოთქვამს სწორად ან რაღაც სიტყვა შეეშალა და თითქოს ეს არის მთავარი. სიტყვები“
„და სხვა სოციალურ ქსელებში. რატომ? იმიტომ, რომ მათ არა აქვთ სინანული. ზუსტად იგივეს გაიმეორებენ ახლაც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…