ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე: “ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა”

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

სოზარ სუბარის განცხადებით, პარტიები, რომლებმაც „სისხლის კალოები გალეწეს“, უფრო ადრე უნდა აკრძალულიყვნენ და პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოს ყველას, ვინც ეს სისტემა შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე: “ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა”
სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე: “ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა”POSTV

დაგვიანდა ეს პროცესი ძალიან, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს სისტემა შექმნა, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევას რომ სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ეს დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

„ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, ეს არის დადასტურებული ევროსასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილებით, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ იყო სისტემური და სისტემატური დანაშაული. სისტემა იყო შექმნილი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევაზე, მკვლელობაზე, წამებაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, ქუჩაში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის თქმით, ეს ყველაფერი დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელიც ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პატიებს, რომლებიც არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური დაკვეთების შემსრულებლები არიან.

„თვითონ აღიარეს, რომ ეს იყო სიმართლე, როდესაც თქვეს – „ფაქტების დაჯამება და მეტი არაფერი“. ანუ ამბობენ, რომ 500-გვერდიანი დოკუმენტი არის ფაქტები. ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს არის ფაქტები, რომლებიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ არის დადასტურებული, ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, ეს არის დადასტურებული ევროსასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილებით, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ იყო სისტემური და სისტემატური დანაშაული. სისტემა იყო შექმნილი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევაზე, მკვლელობაზე, წამებაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, ქუჩაში“
სოზარ სუბარი
„ფაქტების დაჯამება და მეტი არაფერი“
„თვითონ აღიარეს, რომ ეს იყო სიმართლე, როდესაც თქვეს – „ფაქტების დაჯამება და მეტი არაფერი“. ანუ ამბობენ, რომ 500-გვერდიანი დოკუმენტი არის ფაქტები. ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს არის ფაქტები, რომლებიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ არის დადასტურებული, ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია“
სოზარ სუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები