ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე:ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სისტემა შექმნა

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაგვიანდა და პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოს ყველას, ვინც ძალადობრივი სისტემა შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვა დაიწყო.

სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე:ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სისტემა შექმნა
სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელზე:ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სისტემა შექმნაიმედინიუსი

დაგვიანდა ეს პროცესი ძალიან, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში უნდა აკრძალულიყვნენ უფრო ადრე და უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სისტემა შექმნა,- განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერში" პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევას, რომ სისტემური და სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ეს დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამაფრთლოს მიერ.

"ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, ეს არის დადასტურებული ევროსასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში, სადაც პირდაპირ უწოდეს, რომ იყო სისტემური და სისტემატიური დანაშაული. სისტემა იყო შექმნილი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევაზე, მკვლელობაზე, წამებაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, ქუჩაში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

"ხალხის ძალის" თავმჯდომარის თქმით, ეს ყველაფერი დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელიც ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პატიებს, რომლებიც არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური დაკვეთების შემსრულებლები არიან.

"თვითონ აღიარეს, რომ ეს იყო სიმართლე მაშინ როდესაც თქვეს "ფაქტების დაჯამება და მეტი არაფერი". ანუ ამბობენ, რომ 500 გვერდიანი დოკუმენტი არის ფაქტები. ეს არის ფაქტები, რომელიც არის დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს არის ფაქტები, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ არის დადასტურებული, ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, ეს არის დადასტურებული ევროსასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში, სადაც პირდაპირ უწოდეს, რომ იყო სისტემური და სისტემატიური დანაშაული. სისტემა იყო შექმნილი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევაზე, მკვლელობაზე, წამებაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, ქუჩაში“
სოზარ სუბარი
„თვითონ აღიარეს, რომ ეს იყო სიმართლე მაშინ როდესაც თქვეს "ფაქტების დაჯამება და მეტი არაფერი". ანუ ამბობენ, რომ 500 გვერდიანი დოკუმენტი არის ფაქტები. ეს არის ფაქტები, რომელიც არის დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს არის ფაქტები, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ არის დადასტურებული, ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია“
სოზარ სუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები