დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე - ადვოკატი
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მისი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ითხოვს. მისი განცხადებით, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან 15 წლამდე პატიმრობის შემცველი დანაშაულის აღიარების შეთავაზება კანონმდებლობით წამების დეფინიციას შეესაბამება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც მან სასამართლო დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო ორგანო ვალდებული იყო გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე მასზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე ამ დრომდე დაეწყო, თუმცა, ჯერ არ დაუწყია.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის რასაკვირველია დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულის, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, -განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, მას არ უნდა სახელების და გვარების დასახელება, თუმცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკონკრტებს წყარო და დაასაბუთებს იმას, თუ როგორ მივიდა აღნიშნულ წერილი ღარიბაშვილამდე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაადვოკატი - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე გამოძიება დაიწყოს
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე – ღარიბაშვილის ადვოკატი
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი
მისი სრული მორალური დისკრედიტაცია უნდათ - ღარიბაშვილის ადვოკატი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…