პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ "ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია", გამოძიების დაწყებას არ აპირებს

საქართველოს პროკურატურატვ პირველითბილისის საქალაქო სასამართლო

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ციხეში ფსიქოლოგიური წამების თაობაზე გამოძიებას არ დაიწყებს, რადგან უწყების თქმით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ "ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია", გამოძიების დაწყებას არ აპირებს
TV პირველი

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ ციხეში ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია, გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

"დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია" - განუცხადეს TV პირველს უწყებაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.

2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:

„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები