პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სლოვენიის პრემიერი: “ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან”

სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას განცხადებით, ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებს მკვეთრად აცდა და მას ახლა თავის გადარჩენა საკუთარი თავისგან სჭირდება. იგი წევრ ქვეყნებში არჩევნების გაუქმებაზე, ოპოზიციის დევნასა და მიგრანტებისთვის მოქალაქეობის გამარტივებულ მინიჭებაზე მიუთითებს.

სლოვენიის პრემიერი: “ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან”
POSTV

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

იანეზ იანშა წერს, რომ ევროკავშირი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი, რადგან მკვეთრად აცდენილია იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ის თავდაპირველად იდგა.

„როდესაც ევროკავშირში გაწევრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოში ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი შედეგის გარეშე ისეთი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: რუმინეთში

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება;

პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის განლაგება;

სლოვენიაში პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე; უნგრეთში

მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის დაპატიმრება ისე, რომ მას არ მიეცა დაცვის საშუალება; ესპანეთში

თითქმის მილიონი არალეგალი მიგრანტისთვის გამარტივებული პროცედურით მოქალაქეობის მინიჭება.

ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან“, – წერს ის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსლოვენიის პრემიერი: ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან
  2. რუსთავი 2სამთავრობოსლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: ევროპის ქვეყნებში სერიოზული იდენტობის კრიზისია ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით, საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპა, ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები