პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას. ჩვენი ამოცანა ესეც არის – გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას და საქართველოს ამოცანა მისი გადარჩენაა. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ „ბრიუსელის დიქტატი“ ქვეყნებს საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას აიძულებს, რაც საზოგადოების უნდობლობასა და ქუჩებში ძალადობას იწვევს.

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას. ჩვენი ამოცანა ესეც არის – გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას”
POSTV

„ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრიუსელის დიქტატი დღეს მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იმ მხრივ, რომ აიძულებს მათ, საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ: იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკა და ა.შ.“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

„საბოლოო ჯამში, ყველა ამ პოლიტიკის შედეგია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და მიიღეს უკმაყოფილო საზოგადოება.

კვლევებიც ადასტურებს, რომ ხალხის ნდობა ხელისუფლების მიმართ არის ძალიან დაბალი. 10%-ის გარშემოა გერმანიის ხელისუფლების მიმართ, საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ და ყველა ამ წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ მოსახლეობის ნდობა, და შემდეგ, ეს უნდობლობა გამოისახა ამ ძალადობაში, რასაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში.

როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროპას, პირდაპირ ჩავიხედეთ, რა არის ცივილიზაციური უფსკრული, როდესაც ვხედავთ, პარიზში როგორ წვავენ არა მხოლოდ შენობებს, არამედ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არის ძალადობა პარიზის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში. ჩვენ ყველა ვხედავთ ევროპის ცივილიზაციურ უფსკრულს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას და ჩვენი ამოცანა ესეც არის – გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ.

ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას.

დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან, ევროკავშირის მესვეურებისგან იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ცივილიზაციურ უფსკრულში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბრიუსელის დიქტატი მოქმედებს, ის ძალადობა, რომელსაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ამ პოლიტიკის შედეგია
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროპას ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს, ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი დაკავებულია პროპაგანდით და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამხელთ ყოველდღიურად - მათ შორის ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები