პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება

იანეზ იანშა აცხადებს, რომ ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება და ამის დასასაბუთებლად წევრ ქვეყნებში არჩევნების გაუქმებას, მაუწყებლებში პოლიციის შეყვანას, ოპოზიციონერების დაპატიმრებასა და მიგრანტებისთვის მოქალაქეობის დაჩქარებულ მინიჭებას ასახელებს.

სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება
რუსთავი 2

როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მივიღებდით კავშირს, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

იანეზ იანშამ, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩამოთვალა.

"როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მის რომელიმე წევრ ქვეყანაში და ზოგადად თავად ევროკავშირში, ყოველგვარი შედეგების გარეშე, შესაძლებელი იქნებოდა:

1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება (რუმინეთი);

2. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამის გაუქმება (უნგრეთი);

3. პოლიციის გაგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში (პოლონეთი);

4. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე იმ პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს (სლოვენია);

5. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პოლიციის შეყვანა, მისი დაკავება და ხელმძღვანელობის შეცვლა (პოლონეთი);

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება (სლოვენია);

7. წინა მთავრობის წევრების დაპატიმრება ისე, რომ მათ თავდაცვის შესაძლებლობა არ მიეცეთ (უნგრეთი);

8. თითქმის ერთი მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მინიჭება (ესპანეთი);

9. ახალი ატომური ელექტროსადგურის დახურვა და რუსეთთან გაზსადენის მშენებლობა (გერმანია);

10. ნახშირბადის შემცველი ენერგიის წყაროების დაბეგვრა, პარალელურად, ატომური ელექტროსადგურების დახურვა და მრეწველობის ისეთ ქვეყნებში გადატანა, სადაც ეკოლოგიური სტანდარტები დაბალია - იმ საბაბით, თითქოს ამით პლანეტას ვუფრთხილდებით.

შედეგად, მივიღეთ ევროკავშირი, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება", - წერს იანეზ იანშა სოციალურ ქსელში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსლოვენიის პრემიერი: ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან
  2. POSTVსამთავრობოსლოვენიის პრემიერი: “ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტში ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe სლოვენიის მთავრობას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიის შესახებ კანონში შეთავაზებული შესწორება - ცვლილება ორგანიზაციებს წარსულში მიღებული უცხოური დაფინანსების გამო რეფერენდუმის კამპანიებიდან გამორიცხავს, შეზღუდვა გავრცელდება, მათ შორის, ევროკომისიის გრანტებსა და მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ გადახდებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები