სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან
იანეზ იანშას განცხადებით, ევროკავშირი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი, რადგან ის მკვეთრად აცდენილია თავდაპირველ ფუნდამენტურ პრინციპებს. მან მაგალითად რუმინეთში არჩევნების გაუქმება და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის განლაგება დაასახელა.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ენერგეტიკულ კრიზისზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
იანეზ იანშა წერს, რომ ევროკავშირი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი, რადგან მკვეთრად აცდენილია იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ის თავდაპირველად იდგა.
„როდესაც ევროკავშირში გაწევრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოში ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი შედეგის გარეშე ისეთი მოვლენების განვითარება, როგორიცაა:
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება რუმინეთში;
პოლონეთში პოლიციის განლაგება საკონსტიტუციო სასამართლოში;
პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე სლოვენიაში;
მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის დაპატიმრება ისე, რომ მას არ მიეცა დაცვის საშუალება უნგრეთში;
თითქმის მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის გამარტივებული პროცედურით მოქალაქეობის მინიჭება ესპანეთში;
ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან“, - წერს იგი.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც ევროკავშირში გაწევრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოში ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი შედეგის გარეშე ისეთი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება რუმინეთში; პოლონეთში პოლიციის განლაგება საკონსტიტუციო სასამართლოში; პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე სლოვენიაში; მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის დაპატიმრება ისე, რომ მას არ მიეცა დაცვის საშუალება უნგრეთში; თითქმის მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის გამარტივებული პროცედურით მოქალაქეობის მინიჭება ესპანეთში; ევროკავშირი გარდაიქმნა ისეთ მოცემულობად, რომელსაც ახლა თავისი თავის გადარჩენა სჭირდება საკუთარი თავისგან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…