„მაგ სისულელეს დაიჯერებენ სულელები, ან ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძეა“- კურტანიძე
ლუკა კურტანიძემ მამუკა მდინარაძეს „ვირთხა“ უწოდა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების შეთხზვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი.

დღეს, 2 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ესწრებოდა.
სასამართლოდან გამოსულმა კურტანიძე ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძეს ვირთხა უწოდა. მისი თქმით, არავინ დაიჯერებს ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარი გაძარცვა.
„მაგ სისულელეს დაიჯერებენ მხოლოდ სულელები, ან ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძეა. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერისკაცი [ივანიშვილს გულისხმობს] შეცდომაშია შეყვანილი. სიმართლეს როცა გაიგებს, ყველაფერს პასუხი გაეცემა“- ამბობს ლუკა კურტანიძე.
ივანიშვილის გარეშე მდინარაძე გააკეთებდა რაიმეს? – ისევ ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა, რაზეც კურტანიძე პასუხობს, – „მკვდარზე ან კარგს ლაპარაკობენ ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა.
მდინარაძის პავლიკა მოროზოვები დატოვებულია სხვადასხვა სფეროში. გასუფთავდება ყველა, ბიძინა ივანიშვილიც გაერკვევა რა არის სიმართლე და ყველაფერი დადგება წესრიგში“-ამბობს ლუკა კურტანიძე.
ყოფუილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის იანვარში დააკავეს.
პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) ედავება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„მაგ სისულელეს დაიჯერებენ მხოლოდ სულელები, ან ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძეა. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერისკაცი [ივანიშვილს გულისხმობს] შეცდომაშია შეყვანილი. სიმართლეს როცა გაიგებს, ყველაფერს პასუხი გაეცემა“
„მკვდარზე ან კარგს ლაპარაკობენ ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა. მდინარაძის პავლიკა მოროზოვები დატოვებულია სხვადასხვა სფეროში. გასუფთავდება ყველა, ბიძინა ივანიშვილიც გაერკვევა რა არის სიმართლე და ყველაფერი დადგება წესრიგში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…