პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლუკა კურტანიძე - ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჯარის ძარცვის ბრალდებას სისულელე უწოდა, მამუკა მდინარაძე მკაცრად გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი.

ლუკა კურტანიძე - ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი
ინტერპრესნიუსი

მაგ სისულელეს მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ კითხვას, „სჯერა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯარს ძარცვავდა“.

როგორც ის აღნიშნავს, ეს "გაუგებრობა მალე გაირკვევა“.

"მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. მაგ სისულელეს [ჯარის ძარცვას] მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით, არის ასეთი ნათქვამი, მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა", - განაცხადა კურტანიძემ.

კითხვაზე, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის გარეშე გააკეთებდა თუ არა რამეს, ან არის თუ არა ის შეცდომაში შეყვანილი, კურტანიძემ ასე უპასუხა:

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერისკაცი [ბიძინა ივანიშვილი] შეცდომაშია შეყვანილი. ერისკაცები ბევრნი არიან, ერისკაცები ყველა სფეროში არიან თავიანთი საქმიანობით. მე არ მაქვს უფლება, ერისკაცს ჩემი რჩევა [მივცე]თვითონ გაერკვევა, როცა სიმართლეს გაიგებს, ყველაფერს პასუხი გაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილის ერისკაცობა რომ დამტკიცდება, ყველაფერი...

ღარიბაშვილს ყველა უჭერს მხარს, გაურკვევლობაა და როცა ეს გაურკვევლობა გაირკვევა, ყველა იქ იდგება, სადაც საჭიროა", - განაცხადა კურტანიძემ.

კითხვაზე, დააკავებენ თუ არა, მამუკა მდინარაძეს, კურტანიძემ ასე უპასუხა:

"არ მაინტერესებს მკვდარი მდინარაძე",- განაცხადა კურტანიძემ.

ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციური„მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა“ – ლუკა კურტანიძე
  2. ბათუმელებიოპოზიციური„მაგ სისულელეს დაიჯერებენ სულელები, ან ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძეა“- კურტანიძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. მაგ სისულელეს [ჯარის ძარცვას] მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით, არის ასეთი ნათქვამი, მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა“
„არ მაინტერესებს მკვდარი მდინარაძე“
„სჯერა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯარს ძარცვავდა“
ლუკა კურტანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რის თქმა მოასწრო ღარიბაშვილმა, ვიდრე პროცესს დახურავდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები