პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ, ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა

GWP

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასაშუალებები რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო ვადებზე მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელშეკრულებაში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევიდა და სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ, ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
იმედინიუსი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „პირველი“ და ბიზნესმედიაჯგუფი ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა. მთავრობის წინა სხდომაზეც ვილაპარაკე, გავაკეთე განმარტებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ მიზანმიმართულად გაავრცელონ სიცრუე და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. ისინი ამბობენ, რომ თითქოს ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო პროექტი და კონკრეტულ კომპანიას ერთი თვით გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ვადის კორექტირება ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო, თუმცა ეს სამუშაოების დასრულების ვადებს არ შეცვლის.

დედაქალაქის მერის თქმით, რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული.

„როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად, ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, GWP მოგვყვება და ატარებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას - სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი.

ეს იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, რომ სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის მერის მოადგილე - პირობა, რომელიც მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია - რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„პირობა ძალაშია“ - თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ვადაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - მეგობრებო, არ დაუჯეროთ არასწორ ინფორმაციას - როგორც თავიდანვე გითხარით, რუსთაველის გამზირის სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება - გამზირის რეაბილიტაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს!
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „პირველი“ და ბიზნესმედიაჯგუფი ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა. მთავრობის წინა სხდომაზეც ვილაპარაკე, გავაკეთე განმარტებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ მიზანმიმართულად გაავრცელონ სიცრუე და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. ისინი ამბობენ, რომ თითქოს ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო პროექტი და კონკრეტულ კომპანიას ერთი თვით გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება“
კახა კალაძე
„როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად, ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, GWP მოგვყვება და ატარებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას - სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი. ეს იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, რომ სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები