კახა კალაძე - მეგობრებო, არ დაუჯეროთ არასწორ ინფორმაციას - როგორც თავიდანვე გითხარით, რუსთაველის გამზირის სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება - გამზირის რეაბილიტაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს!
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ვადები არ გადაწეულა და სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. კონკრეტული ტელევიზია ცდილობს სიცრუეში შეიყვანოს მოსახლეობა და მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ვადა გადაეწია და ოქტომბრის ბოლოს ვეღარ დასრულდა გამზირის რეაბილიტაცია, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან პროექტის დასაწყისშივე იყო აღნიშნული, რომ გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო”.
“მინდა, მთავრობის დღევანდელი სხდომა დავიწყო რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ტელევიზია და ბიზნეს მედიაჯგუფი, რომელიც გადაცემებით ამ ტელევიზიაზე გადის, პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე და გავაკეთე განმარტებები, ასევე როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა მაშინაც ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა, ამ ყველაფრისა მიუხედავად, კონკრეტული ტელევიზია ცდილობს მიზანმიმართულად გაავრცელოს სიცრუე და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს პროექტი ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო და ერთი თვით კონკრეტულ კომპანიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივდა. კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც 100 დღის ვადა იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც იცით, პირველად სამუშაოებს ატარებს “ჯორჯიან უოთრ ენდ ფაუერი”, რადგან მიწის ქვემოთ არსებული ამორტიზებული ქსელი მათი გასაკეთებელი იყო. ყველა ასეთ პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, “ჯორჯიან უოთრ ენდ ფაუერი” მოგვყვება და ახორციელებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც მათი სამუშაოები სრულდება, ტერიტორიაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შედის და იწყებს შესაბამისი პროექტის განხორციელებას, იქნება ეს სანიაღვრე ქსელის მოწყობა თუ ყველა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი. ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელზეც აპელირება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წინა სხდომაზეც გავაკეთე განცხადება და მანამდეც ბევრჯერ ითქვა, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულებული იქნება, კონკრეტული ტელევიზია ცდილობს სიცრუეში შეიყვანოს მოსახლეობა და მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია. მეგობრებო, არ დაუჯეროთ ამ ტელევიზიას, როგორც გითხარით სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათბილისის მერის მოადგილე - პირობა, რომელიც მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია - რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ
„პირობა ძალაშია“ - თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ვადაზე
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ, ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
ციტატები სტატიიდან
„ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ვადა გადაეწია და ოქტომბრის ბოლოს ვეღარ დასრულდა გამზირის რეაბილიტაცია, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან პროექტის დასაწყისშივე იყო აღნიშნული, რომ გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო“
„მინდა, მთავრობის დღევანდელი სხდომა დავიწყო რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ტელევიზია და ბიზნეს მედიაჯგუფი, რომელიც გადაცემებით ამ ტელევიზიაზე გადის, პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე და გავაკეთე განმარტებები, ასევე როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა მაშინაც ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა, ამ ყველაფრისა მიუხედავად, კონკრეტული ტელევიზია ცდილობს მიზანმიმართულად გაავრცელოს სიცრუე და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს პროექტი ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო და ერთი თვით კონკრეტულ კომპანიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივდა. კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც 100 დღის ვადა იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც იცით, პირველად სამუშაოებს ატარებს “ჯორჯიან უოთრ ენდ ფაუერი”, რადგან მიწის ქვემოთ არსებული ამორტიზებული ქსელი მათი გასაკეთებელი იყო. ყველა ასეთ პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, “ჯორჯიან უოთრ ენდ ფაუერი” მოგვყვება და ახორციელებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც მათი სამუშაოები სრულდება, ტერიტორიაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შედის და იწყებს შესაბამისი პროექტის განხორციელებას, იქნება ეს სანიაღვრე ქსელის მოწყობა თუ ყველა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი. ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელზეც აპელირება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წინა სხდომაზეც გავაკეთე განცხადება და მანამდეც ბევრჯერ ითქვა, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულებული იქნება, კონკრეტული ტელევიზია ცდილობს სიცრუეში შეიყვანოს მოსახლეობა და მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია. მეგობრებო, არ დაუჯეროთ ამ ტელევიზიას, როგორც გითხარით სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…