ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთაველის რეაბილიტაციის დარღვეული ვადები - კორუფციის მკვლევრები კალაძეს სიტყვებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ

თბილისის მერიაGWP

კორუფციის მკვლევრები თბილისის მერ კალაძეს სიტყვებით მანიპულირებასა და ტყუილში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული 100-დღიანი ვადა ამოიწურა, თუმცა სამუშაოები დასრულებული არ არის.

რუსთაველის რეაბილიტაციის დარღვეული ვადები - კორუფციის მკვლევარები თბილისის მერს ტყუილში და ვადებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ და ახსენებენ, რომ რეაბილიტაცია წესით დღეს უნდა დასრულებულიყო.

სამი კონტრაქტი გაფორმდა კომპანიასთან, როდესაც რუსთაველის რეაბილიტაცია დაიწყო და თითოეულ მათგანში იყო ჩანაწერი - 100 კალენდარული დღე, ეს იყო ვადა, რომელიც მიეცა თითოეულ კომპანიას იმისთვის, რომ მინიმუმ საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა.

მათი თქმით, წესით საზოგადოებას დღეს უკვე უნდა ჰქონოდა შედეგი და ისევ გადათხრილ ქუჩებზე არ უნდა უწევდეს სიარული.

კალაძე მანიპულირებს სიტყვებით, როდესაც იძახის, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს ნოემბერში. რეაბილიტაციას აქვს რამდენიმე მიმართულება, მაგალითად საგზაო მიმართულება, რასაც ჰქვია, გზის რეაბილიტაცია, და უნდა დასრულდეს დღეს. კონტრაქტის მიხედვით, რომელიც დაიდო 10 ივლისს, სამუშაოები დაიწყო 23 ივლისს, სამუშაო ვადად კი განისაზღვრა 100 კალენდარული დღე, რაც ნიშნავს, რომ ეს დღე არის დღეს და ეს სამუშაოები უნდა დასრულდეს. სამუშაოების პერიოდში 19 მილიონიანი ტენდერი იყო, რუსთაველის მთლიანი რეაბილიტაცია, ჯამში ამ სამუშაოებს მოულოდნელად ისეთი ახსნა აქვს, რომ ვერ გავთვლიდით, ისეთი წინაღობები შეგვექმნა, შეხვდა კომპანიას და მილიონ 900 ათასი ლარი დაუმატეს, მთელი ამ პერიდოის განმავლობაში, კომპანია მუდმივად არღვევდა კონტრაქტის პირობას, ეს იყო 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი. კომპანიამ დღეს სამუშაოები უნდა დაასრულოს. თუმცა, რუსთაველს თუ შევხედავთ, იქ საგზაო სამუშაოები დღეს ვერ დასრულდება. კალაძეს მოუწევს საგზაო სამუშაოებზე ვადების გახანგრძლივება, - ამბობს ბესო დონაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავდაპირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა. პროექტი მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის ჯამურად 11-ჯერ დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა.

კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.

გარდა "სმარტ სოლუშენისა", რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესში ჩართლია კიდევ ორი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი". კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას ახორციელებენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით "ნიუკონსმა".

რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ახორციელებს GWP-ის კონტრაქტორიც, რომელიც ადგილზე წყალმომარაგების და კანალიზაციის მილებს ცვლის, აღნიშნულისთვის GWP 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს "თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას უნდა ჩადოს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები