ირაკლი კობახიძე: „პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოზე უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება, რაზეც ევროპული ბიუროკრატია დუმს და „წესებს მიღმა მოქმედებს“.

„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული, ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია – იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, უბრალოდ, განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები
ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია დუმს, რადგან პოლონეთში განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებია, ჩვენს შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო როცა უბრალოდ განიხილავს სარჩელს, არის უხეში თავდასხმები
ციტატები სტატიიდან
„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული, ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია – იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, უბრალოდ, განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე“
„ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…