პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოზე უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება, რაზეც ევროპული ბიუროკრატია დუმს და ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

პრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები
რუსთავი 2

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია.

"ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები“
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია დუმს, რადგან პოლონეთში განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებია, ჩვენს შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო როცა უბრალოდ განიხილავს სარჩელს, არის უხეში თავდასხმები
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: „საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები