ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია დუმს, რადგან პოლონეთში განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებია, ჩვენს შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო როცა უბრალოდ განიხილავს სარჩელს, არის უხეში თავდასხმები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპულ ბიუროკრატიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისინი პოლიტიკური ინტერესების გამო დუმან.

არის კონკრეტული, ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, რადგან იქ განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პოლონეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა, „როგორ შეაფასებდა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან რეიდებს და იქ განვითარებულ მოვლენებს, ამ ფონზე ევროკავშირის დამოკიდებულებას ამ პროცესების მიმართ, არის თუ არა ამ საკითხებზე დუმილი ორმაგი სტანდარტი?“.
კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ჩანს ორმაგი სტანდარტი და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც ქართული საზოგადოებისთვის სრულიად თვალსაჩინოა.
„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, რადგან იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში კრიზისი უკავშირდება საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები
ირაკლი კობახიძე: „პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები“
ციტატები სტატიიდან
„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, რადგან იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…