პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპელი ბიუროკრატები ოპოზიციური პარტიების საკითხზე სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ერევიან. პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 5 ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობაზე მიმართეს.

ირაკლი კობახიძე – ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ
პირველი არხი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის სამართლებრივი საქმე.

„ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

„სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 50%-ს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის სასამართლო სისტემას და მიიჩნევს, რომ ის დამოუკიდებელია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან ადამიანების აღქმა ზოგჯერ შეიძლება მცდარი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებია. ჩვენ არსებითად გავაუმჯობესეთ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მაჩვენებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული სტატისტიკა. კერძოდ, რამდენი საჩივარი იგზავნება საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, იქნება ეს მოქალაქეების, ბიზნესის წარმომადგენლების თუ სხვა სუბიექტების მხრიდან. 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, ასეთი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა ჯგუფებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი პოლიტიკურად სენსიტიური საქმე გაგზავნეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა სამჯერ შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ყველა არსებითი პრობლემა მოვაგვარეთ. 2012 წლამდე სასამართლო სისტემას არავინ აკრიტიკებდა, მაშინ როდესაც იგივე ადამიანები 2012 წლის შემდეგ არსებითად გაძლიერებულ სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება
  3. POSTVსამთავრობოპრემიერი: „საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები