ევროპარლამენტარი მატიე ვალეტი: სიტყვების - „მოლოტოვის კოქტეილის“ მიღმა საშინელი რეალობა დგას: ცეცხლში გახვეული ადამიანი და ცხოვრება, რომელიც შეიძლება ერთ წამში თავდაყირა დადგეს. მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რა საფრთხეს აწყდებიან ჩვენი სამართალდამცველები და რა სიმამაცეს იჩენენ ყოველდღიურად
ევროპარლამენტარი მატიე ვალეტი აცხადებს, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ ადამიანების მოსაკლავად დამზადებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობებია, რომლებიც სამართალდამცველებს უდიდეს საფრთხეს უქმნის, და მათ მიმართულებით ამ ნივთების სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

სიტყვების - „მოლოტოვის კოქტეილის“ მიღმა საშინელი რეალობა დგას: ცეცხლში გახვეული ადამიანი, მისი გადარჩენის მცდელობისთვის მისული თანამებრძოლები და ცხოვრება, რომელიც შეიძლება ერთ წამში თავდაყირა დადგეს, - წერს ევროპარლამენტარი მატიე ვალეტი სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი.
„ნახეთ, რას ართმევენ პოლიციელები და ჟანდარმები დემონსტრაციის მონაწილეებს. ეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობებია, რომლებიც ადამიანების მოსაკლავად არის დამზადებული! ნახეთ ეს თვითნაკეთი მოწყობილობა — რამდენიმე წამში მას შეუძლია პოლიციელი ან ჟანდარმი ცოცხალ ჩირაღდნად აქციოს. სიტყვების - „მოლოტოვის კოქტეილს“ მიღმა საშინელი რეალობა დგას: ცეცხლში გახვეული ადამიანი, მისი გადარჩენის მცდელობისთვის მისული თანამებრძოლები და ცხოვრება, რომელიც შეიძლება ერთ წამში თავდაყირა დადგეს.
მინდოდა, რომ ამ მოწყობილობების გამოყენების კონკრეტული შედეგები მეჩვენებინა, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რა საფრთხეს აწყდებიან ჩვენი სამართალდამცველები და რა სიმამაცეს იჩენენ ისინი ყოველდღიურად. ყურადღებით დააკვირდით ამ კადრს - დიახ, სწორედ ამიტომ არის მათი დაცვა უმნიშვნელოვანესი“, - აღნიშნავს მატიე ვალეტი.
ციტატები სტატიიდან
„ნახეთ, რას ართმევენ პოლიციელები და ჟანდარმები დემონსტრაციის მონაწილეებს. ეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობებია, რომლებიც ადამიანების მოსაკლავად არის დამზადებული! ნახეთ ეს თვითნაკეთი მოწყობილობა — რამდენიმე წამში მას შეუძლია პოლიციელი ან ჟანდარმი ცოცხალ ჩირაღდნად აქციოს. სიტყვების - „მოლოტოვის კოქტეილს“ მიღმა საშინელი რეალობა დგას: ცეცხლში გახვეული ადამიანი, მისი გადარჩენის მცდელობისთვის მისული თანამებრძოლები და ცხოვრება, რომელიც შეიძლება ერთ წამში თავდაყირა დადგეს. მინდოდა, რომ ამ მოწყობილობების გამოყენების კონკრეტული შედეგები მეჩვენებინა, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რა საფრთხეს აწყდებიან ჩვენი სამართალდამცველები და რა სიმამაცეს იჩენენ ისინი ყოველდღიურად. ყურადღებით დააკვირდით ამ კადრს - დიახ, სწორედ ამიტომ არის მათი დაცვა უმნიშვნელოვანესი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…