პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენ

განათლების სამინისტრო

მოძრაობა „დაიცავი ილიაუნი“ განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიაზე იწვევს და პასუხს 18 ნოემბრამდე ელოდება. სტუდენტების განცხადებით, მათთვის მიუღებელია, რომ უნივერსიტეტისა და განათლების მომავალი აკადემიური სივრცის მონაწილეობის გარეშე წყდება.

ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენ
TV პირველი

მოძრაობა "დაიცავი ილიაუნი" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო დისკუსიაზე იწვევს - განცხადება ამის შესახებ მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" წარმომადგენლებმა გააკეთეს.

მათი თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს მის მიზანშეწონილობასთან და ფუნქციასთან დაკავშირებით იმ სტუდენტებს შორის, რომელთა ცხოვრებაზეც ეს პროცესები პირდაპირ აისახება.

სტუდენტების თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში უნივერსიტეტის და განათლების მომავალი წყდებოდეს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ექსპერტების, კვლევების და აკადემიური სივრცის მონაწილეობის გარეშე.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გასცდა უნივერსიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, მეცნიერული კვლევისთვის ხელის შეწყობა და ახალი ცოდნის შექმნა.

ეს რეფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს მის მიზანშეწონილობასთან და ფუნქციასთან დაკავშირებით იმ სტუდენტებს შორის, რომელთა ცხოვრებაზეც ეს პროცესები პირდაპირ აისახება.

განსაკუთრებით მძიმეა ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - უნივერსიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რომელიც საერთაშორისო საუნივერსიტეტო სიაში ქართულ უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში უნივერსიტეტის და განათლების მომავალი წყდებოდეს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ექსპერტების, კვლევების და აკადემიური სივრცის მონაწილეობის გარეშე.

მიუღებელია, რომ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავს არიდებდნენ სტუდენტებთან კომუნიკაციას.

მიუღებელია ფაქტი, რომ აკადემიურ სივრცეს უნივერსიტეტის რადიკალურ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველაზე ბოლოს ატყობინებენ.

მიუღებელია უნივერსიტეტის მიმართ დამოკიდებულება, რომ ის მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულია და არა ადგილი, სადაც ახალი იდეები და ცოდნა იბადება.

ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს პროტესტი და არაერთხელ დაგვისვამს კითხვები, მათ შორის განათლების სამინისტროში შეტანილი განცხადებებით. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, არც მიღებული ოფიციალური და ბუნდოვანი პასუხებია საკმარისი.

ამიტომ, დღეს საჯაროდ მივმართავთ განათლების ე.წ რეფორმაზე პასუხისმგებელ პირს, გივი მიქანაძეს და ვიწვევთ მას უნივერსიტეტში, საჯარო დისკუსიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან!

მოგიწოდებთ, რომ პირდაპირ გასცეთ სტუდენტებს პასუხი კითხვებზე, ესაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც თქვენი უწყება განათლების რეფორმად მოიხსენიებს.

ჩვენ არ გვჭირდება ზოგადი განმარტებები და წინასწარ მომზადებული პასუხები.

ჩვენ გვჭირდება ღია დისკუსია, კონკრეტული არგუმენტები და ის, რომ სტუდენტების წინაშე აიღოთ მათთან კომუნიკაციის პასუხისმგებლობა.

არ ვართ თანახმა შეხვედრის ფორმატის არც ერთ ცვლილებაზე და არ ვართ თანახმა სამთავრობო ტელევიზიებში მოსვლაზე. ეს ჩვენი დიალოგი უნდა იყოს.

თუ დარწმუნებული ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, მოსვლა არ უნდა გიჭირდეთ და თავს არ უნდა არიდებდეთ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელთა მომავალსაც ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს.

დღეს არის 2 ნოემბერი და ეს არის ჩვენი საჯარო მოწვევა.

ველოდებით თქვენს პასუხს 18 ნოემბრამდე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი არ არის საკითხი, რომლის ფორმირება აკადემიური სივრცის გარეშეა შესაძლებელი.

ამ ქვეყანაში განათლებისკენ სწრაფვის იდეა იქნება უკვდავი, სტუდენტური ერთობა კი შეუჩერებელი.

ჩვენ დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს

და დავიცავთ განათლებას!"- ნათქვამია მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძე: „მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე – მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები