სარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 100-ზე მეტი ბაღის ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი მოწამვლის სიმპტომების გამო. მისი თქმით, ბავშვების მდგომარეობა საგანგებო ყურადღებას არ მოითხოვდა და გამოძიება დაადგენს პასუხისმგებელ პირებს. სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ არ ხედავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ საყვედურის თქმის მიზეზს.

100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.
„100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი. სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი“, — განაცხადა, IPN-ის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ის ვერ ხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ „რაიმე საყვედურის სათქმელად“.
„მაინტერესებს, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს“, — თქვა სარჯველაძემ.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.
ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
“ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ, გამომწვევი ჯერ იდენტიფიცირებული არაა” — პედიატრი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიამინისტრი სარჯველაძე ამბობს, რომ ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
მიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
"მტკიცებით ფორმაში [საუბარი] იქნებოდა არასწორი" - კალაძე საბავშვო ბაღებში მოწამლულ ბავშვებზე პირველ...
100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი
იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
100-ზე მეტი ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა?” – სარჯველაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…