პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია

იაშვილისა და ციციშვილის კლინიკებში სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა და ორი დღის განმავლობაში შესაბამისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მიზეზებს გამოძიება ადგენს.

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია
TV პირველი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია და ის ამ ეტაპზე 13-ს შეადგენს.

გუშინ შუადღის მონაცემებით, კლინიკაში 7 ბავშვი იმყოფებოდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში რჩება 13 პაციენტი. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი“,- განაცხადა სოფიო ცერცვაძემ.

ცნობისთვის მოწამლული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია ციციშვილის კლინიკაშიც - როგორც "ტვ პირველს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ უთხრა, ციციშვილის კლინიკაში, გუშინ საღამოს დამატებით სამი პაციენტი მიიღეს.

ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა, რომ 100-ს გადააჭარბა, ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, სწორედ ამ რაოდენობის ბავშვის ჰოსპიტალიზაცია განხორიცელდა კლინიკებში ორი დღის განმავლობაში. მისივე განცხადებით, რეალურად რა მოხდა და რითი მოიწმალნენ ბავშვები, ამას ახლა გამოძიება გასცემს პასუხს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციურიმინისტრი სარჯველაძე ამბობს, რომ ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
  2. TV პირველიოპოზიციურიმიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"მტკიცებით ფორმაში [საუბარი] იქნებოდა არასწორი" - კალაძე საბავშვო ბაღებში მოწამლულ ბავშვებზე პირველ...
  4. BM.GEოპოზიციური100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი
  5. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურისარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
  7. ალიაოპოზიციური100-ზე მეტი ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა?” – სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები