პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

100-ზე მეტი ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა?” – სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საჯარო ბაღების 100-ზე მეტ ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია მოწამვლის სიმპტომებით, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

100-ზე მეტი ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა?” – სარჯველაძე
ალია

მიხეილ სარჯველაძის ინფკრმაციით, 100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.

სარჯველაძე, მოწამვლის სიმპტომების გამოვლენიდან, 48 საათის მერეც კი, არ ამბობს, ზუსტად რამდენ ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და რამდენია 100-ზე მეტი, 101, თუ 199. ისევე, როგორც ამ დროისთვის, ისევ არაა ცნობილი, ინფექციაა თუ ვირუსი და სავარაუდოდ, მხოლოდ სიმპტომებს მკურნალობენ, რაკი დიაგნოზი არ არსებობს.

ცნობისთვის, ჰოსპიტალიზირებულ ბავშვთა რაოდენობაზე, კიდევ ერთი ვერსია არსებობს, თბილისის მერის, კახა კალაძის, ისიც ასევე, სიმპტომების დაფიქსირებიდან, 48 საათის შემდგომ და ეს ვერსია ასეთია – “50 თუ 100 ბავშვი.”

„100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი. სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი“, — განაცხადა, IPN-ის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ის ვერ ხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ „რაიმე საყვედურის სათქმელად“.

„მაინტერესებს, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს“, — თქვა სარჯველაძემ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 სექტემბრიდან ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.

ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციურიმინისტრი სარჯველაძე ამბობს, რომ ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
  2. TV პირველიოპოზიციურიმიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"მტკიცებით ფორმაში [საუბარი] იქნებოდა არასწორი" - კალაძე საბავშვო ბაღებში მოწამლულ ბავშვებზე პირველ...
  4. BM.GEოპოზიციური100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი
  5. TV პირველიოპოზიციურიიაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია
  6. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები