პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – შეუძლებელია, ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიის უკუსვლად

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ევროპაში მიმდინარე აქციების შეფასებისას ორმაგი სტანდარტი მოქმედებს და შეუძლებელია ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი — უკუსვლად.

ლევან მახაშვილი – შეუძლებელია, ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიის უკუსვლად
პირველი არხი

უკვე ღიმილისმომგვრელიც აღარ არის პროცესების განვითარება და ის გამოხმაურებები, რომლებსაც ევროპაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ვისმენთ. აბსოლუტურად იდენტური სცენარია, იდენტური განვითარება, იდენტური აქტივობები, თუმცა განსხვავებულია შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საქართველოშიც ზუსტად იგივე ვითარება იყო, როდესაც ძალადობის გამოყენებით პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას ცდილობდნენ – თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელების წინააღმდეგ კი, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ.

„ამ ადამიანებს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებდნენ, მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყნებში მსგავს მოვლენებს პოლიციელის მკვლელობის მცდელობად და ძალადობად აფასებდნენ. რაც მთავარია, ყველა მათგანს უმკაცრესი რეაგირებით ემუქრებოდნენ. ერთი მხრივ, უკვე ყველასთვის ნათელია ის სიმართლე, რომლითაც საქართველო მოქმედებდა, ხოლო მეორე მხრივ, აშკარაა ის სიყალბე, რომლითაც ზოგიერთი უცხოელი საქართველოს მიმართ მოქმედებდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ერთი მიზნით მოქმედებდა – აღეკვეთა ძალადობა საქართველოსა და ქართულ ქუჩებში და არ დაეშვა დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენი აზრით, არანაირი მორალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ცილს სწამებდნენ და აცხადებდნენ, თურმე ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა იყო“, – განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ერთი და იგივე მოვლენა ევროპაში დემოკრატიის პროგრესად ფასდებოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიის უკუსვლად.

„ევროპაში იმავე მიზნით მიღებული კანონები დემოკრატიის დაცვის ფარად მიიჩნეოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიისთვის საფრთხედ. კარგად ჩანს საქართველოს სიმართლე და უცხოელების სიყალბე. ჯანსაღი პროცესი რომ იყოს, არსებულ რეალობას საქართველოს მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებები უნდა შეეცვალა. თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ სხვა პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოს მიმართ შეიცვლება, ან თუნდაც ქვეყანას ბოდიშს მოუხდიან. მარტივი მიზეზის გამო – ეს პროცესი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს გაშავება, დაჩაგვრა და მასზე პოლიტიკური ზეწოლა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან, მაგრამ მთავარია, რომ ქართული საზოგადოება ხედავს როგორც ქართულ სიმართლეს, ისე უცხოელების სიყალბეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მახაშვილი ევროპაში მიმდინარე აქციებზე: მკაფიოდ გაივლო ხაზი ამ მოვლენებიდან და შეფასებებიდან, მოსახლეობამ მკაფიოდ დაინახა უცხოელების სიყალბე საქართველოსთან დაკავშირებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ადამიანებს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებდნენ, მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყნებში მსგავს მოვლენებს პოლიციელის მკვლელობის მცდელობად და ძალადობად აფასებდნენ. რაც მთავარია, ყველა მათგანს უმკაცრესი რეაგირებით ემუქრებოდნენ. ერთი მხრივ, უკვე ყველასთვის ნათელია ის სიმართლე, რომლითაც საქართველო მოქმედებდა, ხოლო მეორე მხრივ, აშკარაა ის სიყალბე, რომლითაც ზოგიერთი უცხოელი საქართველოს მიმართ მოქმედებდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ერთი მიზნით მოქმედებდა – აღეკვეთა ძალადობა საქართველოსა და ქართულ ქუჩებში და არ დაეშვა დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენი აზრით, არანაირი მორალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ცილს სწამებდნენ და აცხადებდნენ, თურმე ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა იყო“
„ევროპაში იმავე მიზნით მიღებული კანონები დემოკრატიის დაცვის ფარად მიიჩნეოდეს, საქართველოში კი – დემოკრატიისთვის საფრთხედ. კარგად ჩანს საქართველოს სიმართლე და უცხოელების სიყალბე. ჯანსაღი პროცესი რომ იყოს, არსებულ რეალობას საქართველოს მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებები უნდა შეეცვალა. თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ სხვა პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოს მიმართ შეიცვლება, ან თუნდაც ქვეყანას ბოდიშს მოუხდიან. მარტივი მიზეზის გამო – ეს პროცესი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს გაშავება, დაჩაგვრა და მასზე პოლიტიკური ზეწოლა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან, მაგრამ მთავარია, რომ ქართული საზოგადოება ხედავს როგორც ქართულ სიმართლეს, ისე უცხოელების სიყალბეს“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: დღეს საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორც არასდროს. გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად დანაშაულია. საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები