პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – ბრიუსელმა რით ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? პირველი ნაბიჯი ბრიუსელმა უნდა გადადგას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას

საქართველოს პარლამენტი

ლევან მახაშვილი ბრიუსელს ორმაგ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი სწორედ მან უნდა გადადგას და 4 ოქტომბრის მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას.

ლევან მახაშვილი – ბრიუსელმა რით ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? პირველი ნაბიჯი ბრიუსელმა უნდა გადადგას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას
პირველი არხი

რანაირად ხდება, რომ ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება აქვს? – ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი საფრანგეთში მკვლელია და მას მკვლელობის მცდელობით ასამართლებენ, ხოლო საქართველოში თურმე პოლიტიკური პატიმარია და და უნდა გაათავისუფლო, რადგან გმირია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ჩვენმა საზოგადოებამ თვეების განმავლობაში ბევრი რამე ნახა.

„რანაირად არის იქ კანონები დემოკრატიის ფარი და დემოკრატიის პროგრესი და საქართველოში დემოკრატიის რეგრესი და უკუსვლა? აქ არის კითხვები, რაზეც პასუხები ბრიუსელმა უნდა გასცეს. საკუთარ თავში რით ვერ იპოვა ძალა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? რით ვერ იპოვეს საკუთარ თავში შესაბამისი ფაქტები, რომ საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ დემონსტრაციებს თავისი სახელი დაარქვან? ყველაზე მარტივი საზომია, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიუსელმა პრაგმატული აზროვნება დაიწყო და ამ პროცესებს რაციონალურად უყურებს. ვიდრე ორმაგი დამოკიდებულებაა, რთული იქნება ასეთ ფორმატში დიალოგის წარმოება, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. როდესაც ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ორივე მხარე ერთობლივად დიალოგს ვაწარმოებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ფარული დღის წესრიგია.

„კარგად იციან, რომ დიახაც, ძალადობა ძალადობაა, მაგრამ მთავარი პრობლემა ფარული დღის წესრიგია, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. სწორედ ამის გამოა პროცესი ჩიხში შესული. ახლა უჭირთ საკუთარი შეცდომების საჯაროდ აღიარება და ძლიერი პოზიციიდან თქმა, რომ დიახ, შეცდომა დაუშვეს. პირველი ნაბიჯი ვინც უნდა გადადგას, ბრიუსელია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი: რატომ არის, რომ ერთი და იგივე მოვლენები ევროპაში სხვანაირად ფასდება და საქართველოში სხვანაირად. იქ "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელი მკვლელია, საქართველოში კი მას ეძახიან გმირსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები