პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას

დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა საფრანგეთში რევოლუციური პროცესებია და პოლიცია ძალას აჭარბებს, ევროპელი მაღალჩინოსნები დუმან, თბილისის აქციებისას კი მოძალადეებს ახალისებდნენ.

დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას
იმედინიუსი

​​დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირების ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილისში ძალადობრივ მოვლენებზე და კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

​„კარგად გვახსოვს თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით წვავდნენ პოლიციელებს, წვავდნენ შენობებს, აწყობდნენ დესტრუქციას, თუ როგორ ახალისებდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები, ამ სამწუხარო მოვლენებს საქართველოში, უწოდებდნენ მათ მშვიდობიან აქციებს, ყველანაირად ხელს უწყობდნენ იდეოლოგიურად, რომ ეს მწვავე პროცესები გაგრძელებულიყო და პირიქით, სახელმწიფოს აკრიტიკებდნენ იმ ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომების გამო, რასაც პოლიცია ავლენდა თავდამსხმელებისა და მოძალადეების მიმართ. და დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არაერთ შემთხვევაში ძალის გადამეტებით გამოირჩევა, ათასობით ადამიანია დაკავებული, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას. ამით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმ ძალიან მდარე ორმაგ სტანდარტს, რომლითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართებით გამოირჩეოდნენ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა - დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირშიც ხდება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები