პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რაც შენობის ინტერიერის, ფასადისა და საკონცერტო დარბაზის განახლებას ითვალისწინებს.

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
იმედინიუსი

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კოლეჯის დირექტორისგან ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა.

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას.

„კოლეჯის მრავალწლიანი საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად, ყველა იმ საჭიროების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც არსებობს. სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გასაახლებელია, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია მოსწავლეებს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიღების და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. სახელოვნებო სასწავლებლებს თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში დაგეგმილია ინტერიერისა და ფასადის აღდგენა; საკონცერტო დარბაზის განახლება; ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა, რათა მუსიკალური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კოლეჯის მრავალწლიანი საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად, ყველა იმ საჭიროების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც არსებობს. სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გასაახლებელია, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია მოსწავლეებს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიღების და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. სახელოვნებო სასწავლებლებს თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა ჰქონდეთ“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები