მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს; კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, იგეგმება მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ: სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
მინისტრს თეატრის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკურ სფეროში არსებული საჭიროებების, ასევე შემოქმედებითი გეგმების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და გენერალურმა მენეჯერმა თამარ თოხაძემ გააცნეს.
თეატრის შენობა უნიკალური კომპლექსია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელი მასშტაბური რეაბილიტაციის ჩატარებას საჭიროებს. რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.
„ქართული დრამატურგიის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის სახელის მატარებელი თეატრი ათწლეულების განმავლობაში რეგიონის კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ქართული თეატრების განახლებული და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ შემოქმედებითი აღმასვლა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში თვითრეალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თეატრი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია - სივრცე, სადაც ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ხდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ქართული დრამატურგიის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის სახელის მატარებელი თეატრი ათწლეულების განმავლობაში რეგიონის კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ქართული თეატრების განახლებული და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ შემოქმედებითი აღმასვლა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში თვითრეალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თეატრი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია - სივრცე, სადაც ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ხდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…