პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფასადისა და საკონცერტო დარბაზის განახლება.

კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
რუსთავი 2

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კოლეჯის დირექტორისგან ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა.

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელის კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში დაგეგმილია ინტერიერისა და ფასადის აღდგენა; საკონცერტო დარბაზის განახლება; ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა, რათა მუსიკალური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები