ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე: ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელოვნებო განათლების საუკეთესო პირობებში მიღება

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მაია ბითაძე: ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელოვნებო განათლების საუკეთესო პირობებში მიღება
მაია ბითაძე: ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელოვნებო განათლების საუკეთესო პირობებში მიღებარუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი თუშიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში იმყოფებოდა. სასწავლებელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები მინისტრს სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა ლელა ონიანმა გააცნო.

„ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი რეგიონში მუსიკალური განათლებისა და სახელოვნებო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. სასწავლებელში რამდენიმე სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები არსებობს. სასწავლებლისთვის შეძენილია საჭირო ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილი. ჩვენი პრიორიტეტია უწყვეტი და მრავალსაფეხურიანი სახელოვნებო განათლების განვითარება, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ქალაქ თელავში ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი 1932 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებაში, ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და კახეთის კულტურული ცხოვრების განვითარებაში.

სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, სასწავლებელში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი, საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები.

სასწავლებელი აქტიურადაა ჩართული რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში. მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, სადაც მოპოვებული აქვთ საპრიზო ადგილები და სხვადასხვა პრემია.

სამუსიკო სასწავლებელში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი რეგიონში მუსიკალური განათლებისა და სახელოვნებო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. სასწავლებელში რამდენიმე სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები არსებობს. სასწავლებლისთვის შეძენილია საჭირო ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილი. ჩვენი პრიორიტეტია უწყვეტი და მრავალსაფეხურიანი სახელოვნებო განათლების განვითარება, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები