ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდარუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა როგორც შემოქმედებითი და საკონცერტო საქმიანობის ხელშეწყობაზე, ასევე მატერიალურ-ტექნიკურ, ადმინისტრაციულ საჭიროებებზე.

მაია ბითაძემ ანსამბლებისა და მუსიკალური ცენტრების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. მინისტრის განცხადებით, დარგის წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შემდგომი განვითარებისთვის და ეფექტიანი მართვისთვის სამინისტრო შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებს შეიმუშავებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მოადგილე თამარ შარაშიძე.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, გორის ქალთა კამერული გუნდის, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“, ანსამბლ „ბასიანის“, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“, ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“, ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართების“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები