პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველო 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 20-მდე ქართული კომპანია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იქნება წარმოდგენილი.

20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას
BM.GE

საქართველო 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London-ში მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე GNTA-ის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ.

"საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ.

გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიკურად იზრდება და 2026 წლის III კვარტალის მონაცემებს გამოყოფენ. რომლის მიხედვითაც ივლის-სექტემბერში გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18.2%-ითაა გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკით მიმდინარე წლის 9 თვეში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 41 032 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 19.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წელს კი ჯამში ვიზიტების რიცხვი 29.1%-ით 45 018 გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის მაისიდან გაერთიანებული სამეფოდან ლონდონი-თბილისის პირდაპირი ფრენების შესრულება British Airways-მა დაიწყო. თუმცა ამ მიმართულებიდან ტურისტული ნაკადები გასულ წლებშიც სტაბილურად იზრდებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას
  2. იმედინიუსისამთავრობოტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ. გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაია ომიაძე: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის აშშ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. ვიზიტი ემსახურება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, ასევე ხელს უწყობს ბიზნესდაკავშირებადობას, რომ ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო ხელმისაწვდომი გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები