პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Amadeus-ის წარმომადგენელი: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიით საგრძნობ პროგრესს მიაღწია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Amadeus-ის წარმომადგენლის, ლოურენს ვან დენ ოუვერის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიით საგრძნობ პროგრესს მიაღწია. 2026 წლის მესამე კვარტალში დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორთა ნაკადი 18.2%-ით გაიზარდა.

Amadeus-ის წარმომადგენელი: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიით საგრძნობ პროგრესს მიაღწია
იმედინიუსი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში გამართულ ტურიზმის გლობალურ გამოფენაში World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ სტენდთან ქართულმა მხარემ უცხოელ ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები წარუდგინა.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ სტრატეგიას გამოეხმაურა მსოფლიოში წამყვანი გლობალური ტურისტული პლატფორმა Amadeus-იც. კომპანიის წარმომადგენლის, ლოურენს ვან დენ ოუვერის შეფასებით, ადმინისტრაციამ სამიზნე ბაზრების სწორად შერჩევასა და მიზნობრივი აუდიტორიის იდენტიფიცირებაში საგრძნობი პროგრესი აჩვენა.

„საქართველო უკვე წელიწად-ნახევარია Amadeus-თან თანამშრომლობს და ძალიან ვამაყობთ, რომ ის ჩვენი პარტნიორია. ქვეყანას საგრძნობ პროგრესს მიაღწია იმ მიმართულებით, თუ რომელ სამიზნე ბაზრებზე განათავსოს რეკლამა და როგორ მისწვდეს სწორ აუდიტორიას. ამავდროულად, ეს სტრატეგია ეყრდნობა ინდუსტრიის რეალურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება მოგზაურთა ქცევა და ტურისტული მოთხოვნა“, - აღნიშნა Amadeus-ის წარმომადგენელმა.

WTM London 2026 მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ინდუსტრიის ათასობით პროფესიონალს, საერთაშორისო მედიასა და გლობალურ ტუროპერატორს აერთიანებს. საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა ბრიტანეთიდან და ევროპის ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში გატარებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, 2026 წლის მესამე კვარტალში დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორთა ნაკადი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18.2%-ითაა გაზრდილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე WTM London 2026 ეროვნული სტენდით წარსდგა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე WTM London 2026 ეროვნული სტენდით წარსდგა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო უკვე წელიწად-ნახევარია Amadeus-თან თანამშრომლობს და ძალიან ვამაყობთ, რომ ის ჩვენი პარტნიორია. ქვეყანას საგრძნობ პროგრესს მიაღწია იმ მიმართულებით, თუ რომელ სამიზნე ბაზრებზე განათავსოს რეკლამა და როგორ მისწვდეს სწორ აუდიტორიას. ამავდროულად, ეს სტრატეგია ეყრდნობა ინდუსტრიის რეალურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება მოგზაურთა ქცევა და ტურისტული მოთხოვნა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები