ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და 20-მდე ქართული კომპანია ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში WTM London მიიღებენ მონაწილეობას. ადმინისტრაციის ცნობით, მესამე კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა 18.2%-ით გაიზარდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London მიიღებს მონაწილეობას.
ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ.
გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან.
დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18.2%-ითაა გაზრდილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…