პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მაია ომიაძე და 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market მიიღებენ მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას
იმედინიუსი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London მიიღებს მონაწილეობას.

ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ.

გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან.

დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18.2%-ითაა გაზრდილი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას
  2. BM.GEოპოზიციური20-მდე ქართული კომპანია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში მიიღებს მონაწილეობას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაია ომიაძე: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის აშშ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. ვიზიტი ემსახურება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, ასევე ხელს უწყობს ბიზნესდაკავშირებადობას, რომ ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო ხელმისაწვდომი გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები