პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ყველა ძაღლს სახეზე ეტყობა ნატანჯი სიკვდილი“ - თბილისში აღმოჩენილ ცხოველთა სამარხებზე მოქალაქეები გამოძიებას ითხოვენ

მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები თბილისში, ველის სასაფლაოზე აღმოჩენილ ორმოებში ასობით დახოცილი ძაღლის პოვნის გამო გამოძიებას ითხოვენ. „შაბათის ეთერის“ ცნობით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსს დახოცილი ცხოველები სამარხებში ღამით გადაჰქონდა.

"შაბათის ეთერის“ მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შემზარავი სურათის შესახებ საუბრობენ. მათი მტკიცებით, ორმოებში ასობით ძაღლის ცხედარია, ნაწილს კი ძალადობის შესაძლო კვალი აღენიშნება.

უფლებადამცველები ცხოველების სავარაუდო სასტიკად დახოცვის ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვენ.

ვკანკალებ, ცუდად ვარ, ბოლომდე არ მინდოდა დაჯერება. თათი რომ აქვს დარჩენილი ძაღლს, ვკვდები იმ სურათზე..., - ამბობს მოქალაქე.

ყველას ენა აქვს გადმოგდებული. ტრავმირებული იცით, როგორი? ან თავში რომ ჩაარტყამ რაღაცას, ან გულს რომ დაუზიანებ და როგორც ვიცით, რაღაც მარილის ნემსებს უკეთებენ, 15 წუთში რომ იღუპება ძაღლი წვალებით. ნატანჯი სახეები აქვთ, დასისხლიანებული ცხვირ-პირი და დანარჩენი არიან ჯანმრთელი ძაღლები. ბირკები დაცლილი აქვთ, ყველას ყურები შევუმოწმე. რავიცი, სისასტიკეა ჩადენილი და ეს დაუსჯელი აღარ დარჩება, - ამბობს უფლებადამცველი.

დაგვხვდა ეს სურათი, ამოთხრიული ორი ცარიელი ორმო და 6 შევსებული. გატენილია ძაღლებით, აი, ასე დაპრესილი, ეტყობა ვერ ტევენ, იმდენია... აბსოლუტურად ყველა ძაღლს სახეზე ეტყობა ნატანჯი სიკვდილი, სისხლი სდის ყველას პირიდან. მასობრივად, სადისტურად ხოცავენ ძაღლებს. მე დამიხოცეს მარტო 100-მდე ძაღლი, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

500 ცხოველამდეა, შეიძლება მეტიც. დარწმუნებული ვარ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის, ამის შესახებ ვიცოდით, უბრალოდ, არ გვქონდა მტკიცებულებები. აუცილებლად უნდა აღიძრას საქმეები რამდენიმე მუხლით: პირველ რიგში, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, წამება, სიკვდილი - 259-ე მუხლი, შემდეგ გარემოს დაბინძურება, ინფორმაციის დამალვა, სტატისტიკის გაყალბება და ა.შ. უამრავი მუხლია აქ სახეზე და კეთილი ინებონ და დაიწყონ გამოძება, - ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს.

"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიექსკლუზიური კადრები: აღმოჩენილია საიდუმლო სამარხები თბილისში - სად ქრებიან ძაღლები ქუჩებიდან?
  2. ალიაოპოზიციურიძაღლების საიდუმლო სამარხები თბილისში – მედია
  3. ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabatiოპოზიციურიაქტივისტები მერიის თავშესაფარს ჯანმრთელი ძაღლების ფარულ ხოცვასა და საიდუმლო სამარხებში ჩაყრაში ადანაშაულებენ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები