პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ცხოველთა სამარხების გახსნა უკანონოა” – მერიის განცხადება

თბილისის მერიატვ პირველი

თბილისის მერია ცხოველთა სამარხების გახსნას უკანონოსა და ბიოლოგიური საფრთხის შემცველს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტზე სამართალდამცავებს მიმართა. უწყება უარყოფს ცხოველთა მასობრივ ხოცვას და გათხრაში მონაწილე მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმების გავლისკენ მოუწოდებს.

“ცხოველთა სამარხების გახსნა უკანონოა” – მერიის განცხადება
ალია

თბილისის მერია ძაღლების სამარხებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, წერს ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკზე, ოღონდ, მოქალაქეებს მოუწოდებს, თავად გაიარონ სამედიცინო შემოწმება.

მერია, არ პასუხობს მედიაში გავრცელებულ კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ორმოებში ძაღლების ჩაყრის შემდეგ, ნეშტები მიწით არ დაუფარავთ. მით უფრო მძიმეა ეს ბრალდება იმ ფონზე, რომ მერიას სცოდნია, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს.

გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეიცავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას. აღნიშნული დეზინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს.

ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას.

სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკანონოა, მსგავსი ჩარევა არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს.

მოქალაქეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამარხების გათხრის პროცესში, საჭიროა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო.

საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.

აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ. პირიქით, სააგენტოს საქმიანობისა და ცხოველთა მართვის შესაბამისი პროცესების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს მას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც, საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებური გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან, გადაადგილებისა და ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან.

ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდნით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას”- წერს მერია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მასობრივ დახოცვაზე ბრალდებებს უარყოფს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის მერიის განცხადებით, მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად და ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მიზანმიმართული ხოცვა ხორციელდება”
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები