"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგაზე „კომოსთან“ 1:4 განადგურების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მედიაში კი მის შემცვლელად ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნაზე იწერება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "კომოსთან" სტუმრად 1:4 მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
ინგლისელმა სპეციალისტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
"მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა და ამას სრულად ვიღებ. საკუთარ შეცდომასაც სრულად ვაღიარებ. თუმცა, როგორც ამ დიდი საფეხბურთო კლუბის მრავალწლიანი გულშემატკივარი, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ასეთ თამაშს ვერანაირად მივიღებ", - კერიკის სიტყვებს TNT Sports-ი ციტირებს.
ბრიტანულ მედიაში კერიკის შესაძლო გათავისუფლებაზე აქტიურად იწერება, მის შემცვლელად "მანკუნიანელები" ანტონიო კონტეს განიხილავენ, რომელიც გასული სეზონის შემდეგ უმუშევარია. თავად იტალიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ციტატები სტატიიდან
„მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა და ამას სრულად ვიღებ. საკუთარ შეცდომასაც სრულად ვაღიარებ. თუმცა, როგორც ამ დიდი საფეხბურთო კლუბის მრავალწლიანი გულშემატკივარი, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ასეთ თამაშს ვერანაირად მივიღებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.