პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 565 ადამიანი დააკავა, შს მინისტრ ლორან ნუნიესის ცნობით კი, პარიზში პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ მოხვდა, რაც მან მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავა
ინტერპრესნიუსი

პარიზში, მარსელსა და სხვა ქალაქებში შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით გამართულმა 150-მდე აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა აქციების დასასრულს პოლიცია ზოგიერთი მონაწილის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი დონის ძალადობის წინაშე აღმოჩნდა.

მისი თქმით, პარიზში არეულობის ჩახშობაზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ მოხვდა; მინისტრმა მომხდარი მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში დაახლოებით 320 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 70 000 ადამიანი პარიზში შეიკრიბა; ისინი ქალაქის ცენტრს მოერიდნენ და მსვლელობა სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნების ბულვარების გასწვრივ გამართეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 565 ადამიანი დააკავა. პარიზში დაშავდა პოლიციის ოთხი თანამშრომელი და ერთი ჟანდარმი.

კვირის დასაწყისში ნუნიესმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი, მათ შორის ელიტური დანაყოფები, განლაგდებოდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში შაბათს საპროტესტო აქციების მესამე ტალღა გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ცხოვრების ხარჯების ზრდასა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაუარესებას აპროტესტებდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში მოსალოდნელი არეულობის გამო 70 000 სამართალდამცველია მობილიზებული - შინაგან საქმეთა მინისტრი ვითარების ესკალაციის „ძალიან მაღალ რისკზე“ საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები