პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ დღეს 135 ადამიანი დააკავა

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 135 ადამიანი დააკავა, ხოლო დემონსტრანტთა რაოდენობამ 35 000-ს მიაღწია, — განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ დღეს 135 ადამიანი დააკავა
რუსთავი 2

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის, საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიციამ 135 ადამიანი დააკავა.

ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციები 100-ზე მეტ ლოკაციაზე იმართება.ქვეყნის ბევრ ნაწილში მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია სხვადასხვა დაწესებულება და აკრძალულია საპროტესტო აქციები, თუმცა, ხელისუფლებამ აქციების გამართვის ნება ისეთ ქალაქებში დართო, როგორიცაა ლილი და მარსელი.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის 35 000 მომიტინგეა დათვლილი, ხოლო გასულ კვირას, იმავე დროს, მათი რაოდენობა 60 000-ს შეადგენდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას დაგეგმილ მიტინგებზე 70 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები